ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტსა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მშიშარას უწოდებს. ის ფიქრობს, რომ "დაპირების" მიუხედავად, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს.

"მასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, ბუნებრივია, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ, ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად, ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილის მომგვრელია საზოგადოებისთვის მისი ასეთი ნებისმიერი განცხადება", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

29 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა. ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი უკრაინიდან ჩამოსვლას იმ "რეფერენდუმის" წინ გეგმავს, რომელიც, მიშელის შეთანხმების ანულირების გამო, სავარაუდოდ, აღარც ჩატარდება.

გაიგე მეტი: