ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველო 9 წლის წინანდელ სიტუაციას დაუბრუნდა. ევროპარლამენტარს უკანსვლის მაგალითად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და კანონის უზენაესობის საკითხები მოჰყავს.

"2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთებები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ დემოკრატიული წინსვლა მოხდა და მმართველი პარტია დამარცხდა. 9 წლის შემდეგ 9 წლის წინანდელ სიტუაციას დავუბრუნდით. ეს არის დემოკრატიული განვითარება, კანონის უზენაესობის საკითხები, ეს არის საჯარო რესურსების შესაბამისად გამოყენება და ფაქტობრივად, ძველ სიტუაციასთან მოხდა დაბრუნება. პირადად მე ნამდვილად გული მწყდება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სადაც ამჟამად ვიმყოფებით", — განაცხადა კრამონმა.

ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე განაცხადა, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ქართული ოცნება თავის დაპირებას არ ასრულებს. ევროპარლამენტარის თქმით, შეთანხმების გაუქმება ნდობას არღვევს და ქართულ ოცნებას ხდის ისეთ სუბიექტად, რომელიც არ არის სანდო.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდა. როგორც მან თბილისში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპარლამენტარმა, ასევე, აღნიშნა, რომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, ქართულ ოცნებას საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა.

გაიგე მეტი: