არ ვხსნი, ვრჩები, ვწუხვარ — ჟიურიში მარტო დარჩენილი ჭუმბურიძე
კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულმა ლიტერას ჟიურის წევრმა, იოსებ ჭუმბურიძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟიურის არ დატოვებს. მას შემდეგ, რაც ჟიური მწერალთა სახლის მიერ დანიშნულმა წევრებმა დატოვეს, ის ერთადერთია, რომელიც ლიტერას ჟიურიში რჩება.
"როგორ გგონიათ, არ ვიცი?" — ამ სიტყვებით ადასტურებს იოსებ ჭუმბურიძე, რომ იცის, ამ დროისთვის ჟიურიში მისი სახით მხოლოდ ერთი წევრი რომაა დარჩენილი.
"არ ვხსნი [კანდიდატურას]. ვწუხვარ [პროტესტზე]. ჩემთვის აუხსნელია, გაუგებარია, ძალიან ვწუხვარ", — ამბობს და სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ჩარევის მცდელობას გამორიცხავს: "ჟიურის ერთი წევრით? სად უნახავთ ჩემი არასწორი ჩარევა?! უტაქტო ჩარევა?! არაობიექტური ჩარევა?! მე არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ და ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე მიკერძოება გამომიჩენია ან პირიქით — არაობიექტურობა".
ხოლო კითხვაზე, არის თუ არა თეა წულუკიანის მრჩეველი, ჭუმბურიძე გვპასუხობს:
"ვთქვათ ვარ მრჩეველი, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რომ ვიყო ჟიურის წევრი".
ლიტერატურულ პრემია ლიტერაში მონაწილეობაზე უარი უკვე ჯამში გრძელ სიაში შესულმა 17-მა კონკურსანტმა თქვა. თავდაპირველად ხელოვანები თეა წულუკიანის ქმედებებს და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს და მის კონკურსს უცხადებდნენ ბოიკოტს, ხოლო მას შემდეგ, რაც ლიტერას ჟიურიში კულტურის სამინისტრომ წევრი დანიშნა, კონკურსი 10-ზე მეტმა ხელოვანმა დატოვა.
დღეს ლიტერას ჟიური ასევე დატოვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა და ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. კულტურის სამინისტრო კითხვას, აპირებს თუ არა დანიშნული ჟიურის წევრის გაწვევას, არ პასუხობს.
ჭუმბურიძის უკან გაწვევა კულტურის სამინისტროს გუშინვე მოსთხოვა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერაში მონაწილე ავტორების, დიზაინერების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა. ამჟამად ღია წერილს 100-მდე ხელმოწერა აქვს.
ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები