ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა ევროპარლამენტარის პრიორიტეტი იყო და არა მმართველი გუნდის, რადგან ის არის საქართველოში ჩამოსული და ის გეგმავს შეხვედრებს.

"არ ვიცი, ეს ხომ ჩვენი პრიორიტეტი არ არის. მას უნდა გამოეჩინა ინიციატივა, ის არის ჩამოსული, ის გეგმავს თავის შეხვედრებს, რომ გამოეჩინა ინიციატივა, ალბათ, ჩვენი მხრიდან აუცილებლად შედგებოდა შეხვედრა. ეს მასზე იყო დამოკიდებული. ეს არ იყო ჩვენი პრიორიტეტი, ეს იყო მისი პრიორიტეტი", — აცხადებს კობახიძე.

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი თბილისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, თუმცა ამ დრომდე არ შეხვედრია მმართველი გუნდის წევრებს