"თბილისში ერთი წლის წინ დავბრუნდი. ახლა უფრო მეტად მიყვარს ამ ქალაქზე დაკვირვება, ვიდრე ბავშვობაში, როცა თბილისი ჩემთვის მშობლიური ქალაქის გარდა არაფერი იყო. ადრე ვერ ვამჩნევდი როგორი ლამაზი ყოფილა ის", — ასე იწყებს მონოლოგს Lasha Chapel, სასცენო სახელით Tamada, ქართველი არტისტი, რომელმაც საკუთარი მუსიკის ფესვებისა და მოტივების ძიებაში ათი წელი საზღვარგარეთ, ლატვიასა და გერმანიაში გაატარა, მალე კი აღმოაჩინა, რომ თავისი ახალი, უნიკალური ხმოვანება უკან, სამშობლოში დაბრუნებისა და პირველწყაროს ძიებისკენ უბიძგებდა.

მახსოვს, ბერლინში, ერთ-ერთ კონცერტზე, ჩემს ინგლისურენოვან ტრეკებს ვუკრავდი, როცა გადავწყვიტე ხუმრობით ქართული მუსიკა დამეკრა, თრეშული შოუს დადგმა მომინდა. პერფორმანსის შემდეგ ჩემთან უცხოელი მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, — ლაშა, რატომ ცდილობ ამისგან თრეშის გაკეთებას, ეს ხომ სერიოზული, ძალიან კარგი მუსიკააო.

ქართველი არტისტის შემოქმედება მე-19 საუკუნის ქალაქური ფოლკლორითაა შთაგონებული. "80-90-იანებში ასეთ მუსიკას მხოლოდ ქორწილებში უკრავდნენ, ხოლო მათ მსმენელს უგემოვნოებად მოიხსენიებდნენ", — იხსენებს მუსიკოსი და ამატებს, რომ თავადაც გაურბოდა ამ მუსიკას, რადგან არ იცოდა, ვინ იყო და სად უნდოდა ყოფნა. ქართულ ფოლკლორთან ექსპერიმენტებისა და თავის მშობლიურ ენაზე შესრულებული სიმღერების წყალობით, მისმა მუსიკამ ყურადღება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ მიიქცია.

Tamada ამბობს, რომ ადვილია, ინგლისურად წერო, როცა არც შენ და არც მსმენელს ეს ენა კარგად არ გესმით, არ ფიქრობთ ამ ენაზე. აი მშობლიურ ენაზე წერისას კი ვერავის მოატყუებ, აბსოლუტური გულწრფელობაა საჭირო.

ამაზე ფიქრმა Tamada-ს დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა. მალე დაბრუნდა კიდეც, მისი მუსიკა, რომელიც სავსეა გულწრფელობით, ბევრმაც შეიყვარა და ახლა ის Hennessy-ის კამპანიის All I Need არტისტ-კურატორია.

All I Need პროექტის ფარგლებში Hennessy, მსოფლიოში ცნობილი კონიაკის კომპანია, ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების წასახალისებლად ფონდის როლს ირგებს და ოთხ ქვეყანაში გამოყოფს გრანტს 20,000 ევროს ოდენობით (თითო ქვეყნის წარმომადგენლისთვის 5000 ევროს), რომელიც კონკურსის ფარგლებში გათამაშდება.

კამპანიის მიზანია, მუსიკოსებმა მოიძიონ პასუხი იმაზე, თუ რა არის მათი უნიკალურობის პირველწყარო და რისგან შედგება მათ მიერ შექმნილი მუსიკა. გლობალური პროექტის კურატორები საქართველოს გარდა უკრაინაში, ბელარუსსა ყაზახეთში მოღვაწე მუსიკოსები Onuka, Super Besse, The Buhars გახდნენ. ისინი ჯერ თავის ისტორიებს გვიზიარებენ შემდეგ კი აირჩევენ თითო გამარჯვებულს, რომლებიც ფულად პრიზს საკუთარი შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად მიიღებენ.

Hennessy ყოველთვის ასოცირდებოდა მუსიკასთან და დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ჩვენს ფილოსოფიას. სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა კულტურების "შერწყმის" ხელოვნება, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით, პირდაპირ აისახება მუსიკის სამყაროში.

Julie Nollet, მარკეტინგის მთავარი მენეჯერი, Hennessy

დღეს Hennessy იქ არის, სადაც შემოქმედება ხელს უწყობს ურბანული კულტურის განვითარებას და ამყარებს კავშირებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, წარსულსა და აწმყოს შორის და ამასთან ერთად, აერთიანებს მრავალ ნიჭიერ ადამიანს.

კამპანიის გმირები ჰენესისთან ერთად გულწრფელად საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდის თითოეულ ადამიანს უნიკალურს, როგორი გავლენა აქვს წარსულ გამოცდილებას, როგორია სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების დამახასიათებელი თავისებურებები და როგორ წარმოშობს ეს ყველაფერი ტრადიციებს, რომლებიც აწმყოსა და მომავლის საფუძველია. 250 წელიწადზე მეტია, ბრენდი Hennessy აკავშირებს წარსულსა და აწმყოს და ამავდროულად თავისი ტრადიციების ერთგული რჩება. მემკვიდრეობისადმი ასეთ დამოკიდებულებას პროექტის გმირებიც იზიარებენ.

Super Besse — ბელარუსი

ჯგუფი Super Besse მინსკიდან გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადაიზარდა ყოველდღიური, რუტინული და ერთფეროვანი ცხოვრება მოწყენილობის წინააღმდეგ პროტესტში, რაც, თავის მხრივ, გახდა მათი ცივი პოსტ-პანკური ჟღერადობის საფუძველი.

The Buhars — ყაზახეთი

ყაზახური პროექტის The Buhars მონაწილეებისათვის ძირითადი საკითხია, ყაზახური მუსიკალური კულტურის უნიკალურობა თანამედროვე დროის პირობებში და ამ პროცესში მათი მთავარი მეგზური- ტრადიციული საკრავებია.

ONUKA — უკრაინა

შთამბეჭდავია უკრაინული ჯგუფის ONUKA- ს ფრონტვუმენის ნატა ჟიჟჩენკოს ისტორია თავის ბაბუაზე, რომელიც თავად ამზადებდა მუსიკალური ინსტრუმენტებს. სიუჟეტის მიხედვით, ოჯახის ისტორია თანდათანობით გადადის მუსიკალური ვიდეოს პრემიერაში "TY"-ს ტრეკზე, სადაც სწორედ ეს ინსტრუმენტები ჟღერენ. სიმღერა შესულია მუსიკოსის ახალ ალბომში "KOLIR", რომელიც აერთიანებს ავთენტურ ჟღერადობასა და ელექტრონულ მუსიკას. უნიკალური საარქივო კადრები, ისევე როგორც მოგზაურობა ბაბუის სახელოსნოში, ჩერნიგოვის საგვარეულო სახლში, არის შესაძლებლობა, ყურადღებით შეისწავლო არტეფაქტები მხატვრის წარსულიდან და გაიარო შემოქმედებითი გზა პროექტისა, რომლის სახელია ONUKA, რაც ითარგმნება როგორც "შვილიშვილი".

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

საგრანტო განაცხადის წარსადგენად კონკურსანტმა თავის ინსტაგრამის გვერდზე პოსტის სახით უნდა გამოაქვეყნოს პასუხი კითხვაზე "როგორ აისახება ჩემი წარსული მუსიკაში" და "რა მჭირდება, რომ ჩემი იდეები მთელ მსოფლიოს შევატყობინო", დააყენოს #HennessyVSAllINeed პროექტის ჰაშტაგი და მონიშნოს არტისტ-კურატორის ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც შეაფასებს განაცხადს.

კონკურსი 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამარჯვებულებს შეარჩევენ პროექტის არტისტ-კურატორები, Universal Music-ისა და კომპანია Hennessy მონაწილეობით.

ფოტო: კადრი ვიდეორგოლიდან All I Need

ეს პროექტი პირდაპირ ეხმარება მუსიკოსებს, დაფიქრდნენ და ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, შეეცადონ იპოვონ ის ავთენტურობის განცდა, რაც ხელოვანი ადამიანის საუკეთესო მეგობარია.

მე, პირადად, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას ასეთ მრავლისმომცველ წამოწყებაში. პროექტში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინო შენი ნამდვილი ‘’მე’’.

Lasha Chapel (Tamada)


Hennessy მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კონიაკია. Hennessy ყოველწლიურად 50 მილიონ ბოთლს აწარმოებს, რაც მთელ მსოფლიოში კონიაკისა და ბრენდის გაყიდვების 40%-შეადგენს. ჰენესის სახლის ისტორია დაიწყო 1765 წელს ქალაქ კონიაკში (საფრანგეთი) ქარხნის მშენებლობით. დასახელება Jas Hennessy & Co წარმოიშვა დამფუძნებლის ვაჟის, ჯეიმსის სახელიდან, რომელმაც გადაიბარა კომპანიის მმართველობა მე-19 საუკუნის დასაწყისში. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში იყო ოჯახის საკუთრებაში, მაგრამ 1970-იან წლებში იგი შეუერთდა Moet et Chandon-ის სახლს, ხოლო 1987 წელს - Louis Vuitton-ის მოდების სახლს. ასე დაარსდა საერთაშორისო კონსორციუმი LVMH.