ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა. როგორც ძიუდოს ფედერაცია წერს, ეს ქართული ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

საბოლოო შედეგებით, იაპონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ოქროს მედალი საქართველოს 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოუტანა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.

ფოტო: IJF

ფოტო: IJF

7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს, ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.

"ძიუდო ჩვენი სპორტია!", — წერს ფედერაცია ფეისბუქზე.