ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე დიდხანს იქნება პრემიერმინისტრი, ვიდრე მისი არხის მფლობელს წარმოუდგენია. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ამ ხელისუფლების პირობებში მედია გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ესხმიან თუ არა თავს დეოუტატებს.

"თქვენი ტელევიზიის მფლობელის დროს არა თუ ჟურნალისტებზე ძალადობა ხდებოდა, არამედ პირდაპირ მიდიოდა მათი ტელევიზიის დარბევა. ჩვენი ხელისუფლების დროს არაფერი მსგავსი არ მომხდარა. თუ შენ გულისხმობ 5 ივლისის მოვლენებს, ცხადია, ეს იყო გაუმართლებელი. [...] არა, ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება და იმაზე დიდხანს იქნება პრემიერმინისტრი, ვიდრე თქვენი არხის მფლობელს წარმოუდგენია", — აცხადებს დეპუტატი

5 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი კონყტრაქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის შედეგად, 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, თუმცა მათ შორის არ არიან ძალადობის ორგანიზატორები და წამქეზებლები.