სიახლე არაა, რომ SpaceX-ის Starship Super Heavy Booster ნამდვილი მონსტრი იქნება.

რაკეტის მოდული, რომელმაც Starship ორბიტაზე უნდა გაიყვანოს უდიდესია და მას 29 ინდივიდუალური სარაკეტო ძრავი აქვს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ გამშვებად აქცევს.

SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ტვიტერით გაზიარებულ ფოტოზე ვხედავთ დანადგარის მასიურობას — ეს კარგად წარმოაჩენს თუ სადამდე განვითარდა SpaceX და რამხელა მასშტაბებს მიაღწია მათმა პირველმა ორბიტაზე გასაფრენად განკუთვნილმა პროტოტიპმა.

"ვასრულებთ 29 Raptor რაკეტის ძრავის კვების სისტემას Super Heavy Booster-ისათვის", — თქვა მასკმა თავის ტვიტში.

მასკმა აღნიშნა, რომ ფოტოზე ასახულია მთავარი საწვავის მიმწოდებელი ხაზები, ხოლო ნამდვილი ლაბირინთი ამ ყველაფრის უკანაა და მათი მთავარი დავალებაც იქაურობის მომართვაა.

ფოტოზე კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბებზე უწევს SpaceX-ს მუშაობა. მხოლოდ ამ ფოტოზე, მილების ლაბირინთში ტვიტერის მომხმარებლებმა 23 თანამშრომელი დათვალეს.

SpaceX-მა Super Heavy Booster-ის ერთ-ერთი პროტოტიპი, Booster 3 ამ თვის დასაწყისში გატესტა. მასიურ ცილინდრს Raptor-ის 3 ძრავი ჰქონდა.

"ჩვენ დავაკვირდებით პროგრესს და Booster 4-ის შემთხვევაში 9 ძრავის გატესტვას ვეცდებით", — განაცხადა მასკმა.