მეცნიერთა ჯგუფმა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHCb) გამოყენებით ახალი ნაწილაკი აღმოაჩინა. ახალ ნაწილაკზე ევროპის ფიზიკის საზოგადოების მაღალი ენერგიების ფიზიკის კონფერენციაზე (EPS-HEP) განაცხადეს და ის ტეტრაკვარკების კატეგორიაში შედის. ახალი ნაწილაკი არის ეგზოტიკური ჰადრონი, რომელიც შედგება ორი კვარკისა და ორი ანტიკვარკისგან.

რაც მთავარია, ეგზოტიკური ნაწილაკი უფრო დიდხანს "ცოცხლობს", ვიდრე ოდესმე აღმოჩენილი მსგავსი მატერია. ამასთან, ის შეიცავს ორ მძიმე კვარკს და ორ მსუბუქ ანტიკვარკს.

ცნობისთვის, ყველა მატერია შედგება ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკისგან, რომელსაც ეწოდება კვარკები, რომელთაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და შექმნან ჰადრონები, მათ შორის ბარიონები და სხვა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოაჩინეს უამრავი "ეგზოტიკური" ჰადრონი, რომელთაც აქვთ ოთხი ან ხუთი კვარკი (ნაცვლად ორი ან სამისა, რაც უფრო ხშირი შემთხვევაა). ახლა კი ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოავლინა განსაკუთრებით გამორჩეული ეგზოტიკური ჰადრონი, იგივე სუპერეგზოტიკური ჰადრონი.

ფოტო: CERN

ეს ასევე არის პირველი ნაწილაკი, რომელიც არის ტეტრაკვარკების კატეგორიის წევრი, და აქვს ორივე მსუბუქი და მძიმე ანტიკვარკები. ზოგიერთი თეორიული პროგნოზი წინასწარმეტყველებს ამ ტიპის ტეტრაკვარკების მასას, როგორც ორი მეზონის მასების ჯამს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მასები ტოლია, რაც მის დაშლის პროცესს ართულებს. ეს მას ყველაზე "გრძელვადიან" ჰადრონად ხდის, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ კვანტურ ფიზიკაში.

ჩვენ ვიცით, რომ კვანტური თეორია ძნელად გასაანალიზებელია, მაგრამ მეცნიერების თქმით, ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ბევრ რამეს ნათელი მოჰფინოს და კიდევ უფრო ახალი ნაწილაკების აღმოჩენა გამოიწვიოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.