ასტრონომებმა დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რომ სატურნის ერთ-ერთ შიდა მთვარე პანს ძალიან უცნაური ფორმა ჰქონდა.

შორიდან გადაღებული სურათების მიხედვით, მკვლევრებმა თქვეს, რომ ის კაკალს ან მფრინავ ტეფშს ჰგავს. ახლა კი, ნასამ კასინის ზონდმა დედამიწაზე, ახლო ხედიდან გადაღებული საოცარი სურათები გადმოაგზავნა, რომელზეც 35 კილომეტრის სიგანის ყინულოვანი მთვარეა ასახული, მგონი, უკეთესი იქნება პანს პელმენი ან ხინკალი დავარქვათ.

პანი სატურნის რგოლებს შორის არსებულ ნაპრალებში მოძრაობს და მატერიას თავისკენ ქაჩავს. ამიტომ, მკვლევართა თქმით, მის გარშემო არსებული გამოშვერილობების ფორმირება, სავარაუდოდ, მისი შექმნიდან მალევე დაიწყო.

ეს ფოტოები ახალია, ამიტომ მეცნიერებს ჯერ დროც კი არ ჰქონიათ იმის შესაფასებლად. შესაბამისად, ჯერ არ ვიცით რამდენად განიერი და მაღალია ეს გამოშვერილი ნაწილები. რომ აღარ შეგაწყინოთ, უბრალოდ დატკბით ამ საოცარი ფოტოებით:

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Space Science Institute/K. Walbolt/S. Samochina