ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. გურამ თუშიშვილი 100 კგ კატეგორიაში ასპარეზობს.

ქართველ სპორტსმენს ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ფინალი დღეს გაიმართება, სადაც ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

გურამ თუშიშვილი ქართველი ძიუდოსტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მან 2017 წელს +100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის, ხოლო 2018 წელს იმავე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. გასულ წელს ის დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებულიც გახდა.