მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ლიტერას კონკურსებში (ლიტერა და ლიტერა მთარგმნელებისთვის) ჟიურის წევრად კულტურის სამინისტროს მიერ პირის დანიშვნა.

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს და სახელმწიფო პრემიის ჟიურიში წელს პირველად დანიშნა კულტურის სამინისტრომ თავისი წარმომადგენელი. ამისთვის დებულებაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შევიდა, რომლის მიხედვითაც წელს პირველად პრემიის ჟიურის 1 წევრს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ აქამდე პრემიის ჟიური დამოუკიდებლად ირჩეოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ:

"არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა".

განცხადებას ხელს აწერენ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

  • გიორგი კაკაბაძე;
  • ნატო ალხაზიშვილი;
  • ნიკოლოზ აგლაძე;
  • თამარ კვიჟინაძე;
  • ნინო ფირცხალავა;
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

იოსებ ჭუმბურუძის გაწვევა მოითხოვა 100-მდე მწერალმა, მთარგმნელმა და ლიტერას კონკურსანტმა.

ასევე იხილეთ: