მედია კოალიცია მოუწოდებს GPB-ის მენეჯმენტს დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა.
კოალიცია მიიჩნებს, რომ:
- სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ვერ უზრუნველყვეს სხდომაზე განსახილველი საკითხების საჯაროობა. კერძოდ, სხდომადე, მაუწყებლის ვებგვერდზე არ გამოქვეყენებულა იმ დოკუმენტების პროექტები, რომელზე მსჯელობაც 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე უნდა გამართულიყო. შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება წინასწარ გაცნობოდნენ დოკუმენტებს და გამოეხატათ თავისი პოზიცია, მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები;
- სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით მიიღო დებულებაში ცვლილებები, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ იყო დებულებაში ცვლილებების მიღება საჭირო 7 მარტს, მაშინ როდესაც ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2017 წლის 17 ივლისია მითითებული;
- როგორც საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, მაუწყებლის მენეჯმენტს დებულებაში ცვლილების შეტანის გარეშეც შეეძლო ახალი სატელევიზო ბადისთვის საჭირო კონკურსების გამოცხადება. ამ ფონზე კიდევ აქტუალური ხდება კითხვა თუ სინამდვილეში რა იყო დებულებაში ცვლილებების შეტანის ლეგიტიმური მიზანი;
- მიუხედავად არა ერთი კითხვისა, მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ვერ/არ ისაუბრეს თუ პოტენციურად რამდენ ადამიანთან არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება შეეხოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები;
- მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას; იგი არ შეიცავს ფინანსურ გათვლებს და აჩენს ბევრ კითხვას. არ ჩანს შეფასდება თუ არა არსებული სამაუწყებლო ბადე სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, ან როგორ გამოიყენება ეს კრიტერიუმები კონკურსში წარმოდგენილი ახალი პროექტების შესაფასებლად.
- მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, ბუნდოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის და რადიოების მომავალი. ისევე როგორც არქივის გაციფრების და გარეწარმოების საკითხები.
საზოგადოებივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რამდენჯერმე წარადგინა სხვადასხვაგვარი სამოქმედო გეგმა. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელსაც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ 7 მარტს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი, პირველ არხზე 17 ივლისიდან, "მოამბის" გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები