პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე საგარეო მიმართულებით მის მრჩევლად დანიშნა.

"ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს — მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატალია საბანაძემ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიუხედავად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყოველთვის იბრძოლებს.