საოჯახო მოწყობილობებში იშვიათად შეხვდებით განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო, დაგვეთანხმებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში; Samsung, Bespoke Appliance ინიციატივით, მიზნად ისახავს, შეცვალოს სტანდარტული მიდგომები.

ამის ნათელი მაგალითია Bespoke მაცივარი, რომელიც ინოვაციურია საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. კორეული გიგანტისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარებელთა აზრი და უკუკავშირი. ეს პროდუქტიც შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ ტექნიკა კიდევ უფრო მეტად გამოხატავდეს მომხმარებლის სურვილებს, ერგებოდეს მის ინტერესებსა და გემოვნებას — Bespoke მაცივარი არის შექმნილი შენთვის, შენ მიერ.

ფოტო: Samsung

ამ მაცივარს, აგრეთვე, მაცივარ-კონსტრუქტორსაც უწოდებენ. იგი აღჭურვილია სამსუნგის უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორებიცაა SpaceMax და MetalCooling. თუმცა BESPOKE-ის მთავარი უპირატესობა მისი დიზაინია, რომელსაც თავად ირჩევ; ახლა მხოლოდ თავად წყვეტ, რომელი ფერებითა თუ ფაქტურით გაალამაზო შენი სამზარეულოს ინტერიერი. მაცივარი აღარაა მხოლოდ პროდუქტების შესანახი სივრცე, ის უკვე შენი მისწრაფებების გამოხატვის საშუალებაა.

როგორ შეგიძლია მაცივრის საკუთარი გემოვნებით აწყობა?

ფოტო: Samsung

პირველ რიგში, შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი ერთი, ორი ან მეტი სამაცივრე თუ საყინულე განყოფილება; შეგიძლია გააერთიანო ან გაყო შენი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად. შემდეგ, აირჩიე სასურველი ფერისა და ფაქტურის პანელი — იქნება ეს პრიალა თუ მქრქალი მინა; ფერების კატალოგის ნახვა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, ან სამსუნგის გლობალურ ვებგვერდზე.

დიზაინის აწყობისას შესაძლებელია, სხვადასხვა ფერის კარი დაუმაგრდეს მაცივარს, ან იყოს სადა ფერში — ისე, როგორც სამზარეულოს ინტერიერს მოუხდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს დიზაინის შეცვლას გადაწყვე, თავისუფლად შეგეძლება მაცივრის ახალი ფერების შერჩევა.

სამსუნგმა შექმნა საოჯახო ტექნიკის ახალი ეპოქა და მათმა განსაცვიფრებელმა დიზაინმა შთააგონა მომხმარებლები მთელ მსოფლიოში. ახლა, Bespoke ხაზის ყიდვა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი. ეწვიე სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების — ალტა და ელიტ ელექტრონიკსის მაღაზიათა ქსელებს და ააწყვე შენთვის სასურველი და უნიკალური Bespoke მაცივარი.