ევროპარლამენტარები მარინა კალიუნრადი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ გაოგნებულები და იმედგაცრუებულები არიან.

"საქართველოში დემოკრატიის წინსვლის შეუსრულებლობა სარგებელს მოუტანს მხოლოდ მათ, ვინც მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციულ გზას ეწინააღმდეგება", — აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, ქართული ოცნების განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო. ისინი ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: