აშშ-ის კონგრესის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს უსვამს ხაზს. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ იმედგაცრუებულები არიან.

"იმედგაცრუებულები ვართ მოვლენების ასეთი განვითარებით და ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციით თბილისში. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად. მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის შედეგად შეიძლება გადაწყდეს მართვის რთული საკითხები. ისინი, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის ჩავარდნა, ძლიერდებიან, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითს იშვერენ ან არღვევენ შეთანხმებებს. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, სადაც შეგვიძლია, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატიის რწმენა", — აცხადებენ კონგრესმენები.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: