მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუს, X Factor-ის ისტორია ბრიტანეთში 17 წლის შემდეგ სრულდება. საიმონ ქოულის შოუს, რომელმაც უამრავი ვარსკვლავი, მათ შორის ჯგუფი One Direction აღმოაჩინა, მომდევნო სეზონი აღარ დაუმტკიცდა.

დიდ ბრიტანეთში ბოლო X Factor 2018 წელს გაიმართა. მაუწყებლობა ITV-მა შოუს გაუქმება ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.

"ამჟამად ამ სცენაზე X Factor-ის მომდევნო ეპიზოდების გადაღების შესახებ სამომავლო გეგმები არ არსებობს", — აცხადებს ITV.

X Factor 2004 წელს დაიწყო და მალე იმდენად პოპულარული გახდა, რომ შოუ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც გაიმართა. მუსიკალურ შოუში კონკურსანტებს მენტორობას პროფესიონალი ჟიურის წევრები უწევენ, ხოლო გადაწყვეტილებას კი მაყურებელი იღებს.