ახალი კვლევის თანახმად, ძაღლები უფრო მიხვედრილები არიან ვიდრე გვეგონა და გვაიგნორებენ, როდესაც ვატყუებთ. აღმოჩნდა, რომ მაშინ როცა საქმე ეხება საკვებს, ძაღლები ჩვენს ტყუილს მარტივად ხვდებიან

კვლევას, რომელიც ჟურნალ Royal Society B-ში გამოქვეყნდა, უნდა დაედგინა რამდენად მარტივად ხვდებიან ძაღლები, როდესაც მათ ადამიანი ატყუებთ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძაღლებს შეუძლიათ ამოიცნონ ისეთი ტყუილი, რასაც პრიმატები და პატარა ბავშვებიც ვერ ახერხებენ.

"ჩვენ გვეგონა, რომ ძაღლები მოტყუვდებოდნენ ისე, როგორც 5 წლამდე ბავშვები და მაიმუნები, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა", — ამის შესახებ New Scientist-ს ვენის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა ლუდვიგ ჰუბერმა განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ძაღლებისთვის საკვები მთავარი მოტივატორია. სწორედ აქედან გამომდინარე მკვლევრებმა ჩაატარეს მარტივი ექსპერიმენტი სხვადასხვა ჯიშის 260 ძაღლთან. ძაღლებს ვედროში დამალული საკვები უნდა ეპოვათ. კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლებს შეეძლოთ მიყოლოდნენ საკუთარ ინტუიციას, მიუხედავად იმისა, თუ მათ მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ.

ძაღლებს აჩვენეს ორი გაუმჭვირვალე შეკვრა და ასწავლეს ენდონ უცნობი ადამიანის რჩევას, რის მიხედვითაც ისინი საკვებს მიიღებდნენ. ადამიანი შეკვრაში ძაღლის საკვებს ათავსებდა და მასზე სიტყვებით და ჟესტიკულაციით ანიშნებდა. ამის შემდეგ, ადამიანები ძაღლების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. ამჯერად ადამიანებმა არ იცოდნენ თუ რომელ შეკვრაში იყო საკვები და ძაღლებს შეკვრის არჩევისკენ ისე მოუწოდებდნენ. ძაღლების უმეტესობა ხვდებოდა, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ თუ სად იყო საკვები და მათ უბრალოდ აიგნორებდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლები მანიპულირების მსხვერპლი არ გახდნენ და ენდობოდნენ საკუთარ ინტუიციას, ვიდრე ადამიანურ კომუნიკაციას.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ წინა კვლევებში პრიმატები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტად ენდობოდნენ მატყუარას რჩევებს, მიუხედავად საკუთარი დაკვირვებისა იმაზე, თუ სად იყო საკვები და "ჭეშმარიტება".

"ეს ნიშნავს, რომ ძაღლის მოტყუება უფრო რთულია, ვიდრე პრიმატების და 5 წლამდე ბავშვების", — ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერები მსგავს მიგენბას იმით ხსნიან, რომ ძაღლები საუკუნეების განმავლობაში ადამიანებთან ერთად იცვლებოდნენ და მათ არა მარტო ჩვენი მოსმენა, არამედ ადამიანის მანიპულირებისგან თავის დაცვაც ისწავლეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.