28 ივლისს ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მა ახალი სუნამოს რეკლამაში საზოგადოებას ოკეანეში მცურავი ადამ დრაივერი და მისი მშვენიერი ცხენი გააცნო. Burberry Hero-ს რეკლამაში ადამ დრაივერი პლაჟზე მაისურის გარეშე მიაბიჯებს, ოკეანეში ცურავს, ბოლოს კი კენტავრად იქცევა.

Burberry Hero ბრენდისთვის მისი კრეატიული დირექტორის, რიკარდო ტიშის პირველი სუნამოა. ადამ დრაივერმა გულშემატკივრებს ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ახარა, რომ კამპანიის სახე იქნებოდა. ბრენდმა ვიდეოსთან ერთად, საზოგადოებას ადამ დრაივერის ფოტოც გაუზიარა.

რა თქმა უნდა, რეკლამა ინტერნეტმა მალევე აიტაცა. მომხმარებლებმა აღიარეს, რომ ადამ დრაივერის შარმით აღტაცებულნი იყვნენ, თუმცა არც კენტავრებზე ხუმრობები დავიწყებიათ:

"Burberry ადამ დრაივერს: ჩვენი ახალი სუნამოს სახე იქნები, თუმცა ამისათვის პლაჟზე კენტავრი უნდა გახდე.

ადამ დრაივერი:"

"ადამ დრაივერი Burberry-ის რეკლამაში:"

"ამისთვის 150 წელი დასჭირდა, თუმცა Burberry-მა, როგორც იქნა, იპოვა კაცი, რომელიც ცხენად გადაქცევას დასთანხმდა"