საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა მოსახლეობას გაუხარდება და ეკონომიკასაც წინ წაწევს. მისი თქმით, მიესალმება თუ ავიამიმოსვლა მართლა აღდგება და ეს საკითხი პოლიტიკურად არ უნდა განვიხილოთ.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ დასაქმების პრობლემა მოგვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი განვითარდეს. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ რუსეთიდან ვღებულობთ ტურისტებს, მხარჯავები არიან, ხარჯავენ და შემოდიან. თვითმფრინავის აღდგენა პრობლემა არის თუ არა, ასე რომ სვამს თქვენი ტელევიზია და პარტია, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. ეს არის კიდვ ერთი მცდელობა, რომ პოლიტიკურში გაიყვანოთ.

მე მგონია, რომ თუ პირდაპირი რეისები აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობასაც და ჩემს ეკონომიკასაც და წინ წაგვწევს", — აღნიშნა ზარქუამ ფორმულასთან საუბრისას.

ზარქუამ აღნიშნა, რომ არ იცის ვინ გააკეთა განცხადება პირდაპირი მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთში, ამასთან, ის არ არის დარწმუნებული რომ ამ განცხადებას შეასრულებენ.

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განიხილვისთვის მზადაა. კარასინს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვი საქართველოსთან ფრენების აღდგენის საკითხზე ხშირად საუბრობს.

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო 8 ივლისიდან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.

ამავე თემაზე: