ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ისინი შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული რჩებიან.

"ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის ძალიან კრიტიკული, მას ექნება ხვალ პრესკონფერენცია, სადაც საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ჩვენ ვრჩებით ერთგული შარლ მიშელის შეთანხმების და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ყველა აღებული ვალდებულება იქნეს შესრულებული და ასევე, ვიწყებთ ინტენსიურ მომზადებას ადგილობრივი არჩევნებისათვის. პარლამენტში გავაგრძელებთ ბრძოლას შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისათვის", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ახლა ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ის საქართველოში გუშინ, 28 ივლისს ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგე მეტი: