ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ მათ მიერვე ანულირებული შეთანხმების გამო, გულდაწყვეტილია. ვოლსკის თქმით, წუხან, პოლიტიკური კონსესუსი რომ ვერ შედგა და ჰქონდათ მოლოდინი, მათ გადაწყვეტილებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვებოდა.

ვოლსკი ამბობს, რომ არათუ კონსენსუსი ვერ შედგა, არამედ ოპოზიციის ქმედებებმა დესტაბილიზაციის რეალური წინაპირობა შექმნა. ამასთან, ის აქცენტს ისევ შეთანხმების მათ მიერ ცალმხრივად შესრულებაზე აკეთებს.

"საზოგადოებამ, განსაკუთრებით ჩვენმა მხარამჭერმა, ცუდად მიიღო, რომ ამ პირობებში მივყვებით შეთანხმებას", — ამბობს ვოლსკი რუსთავი2-თან.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები.

გაიგეთ მეტი: