ქალაქ ჩიგნიკიდან 95 კმ-ის მოშორებით, ალასკის სანაპიროს 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაატყდა თავს. ალასკაში ცუნამის შესაძლებლობაზე გაფრთხილება ხუთშაბათ დილას გავრცელდა, იუწყება აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემა.

ხოლო ჰავაიში და ახალ ზელანდიაში ამინდს და მოსალოდნელ ცუნამს ადევნებენ თვალს. მიწისძვრა საქართველოს დროით დღეს დილით, 10:21 საათზე მოხდა და ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას ზარალი არ მოჰყოლია.

აშშ-ს ეროვნული მიწისძვრის განგაშის ცენტრი იტყობიდნება, რომ 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომელიც თავდაპირველად 8.1 ინტენსივობის ეგონათ, კერა ოკეანეში, 17კმ სიღრმეში ჰქონდა.

New York Times-ის ჟურნალისტმა მაიკ ბეიკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ 1990 წლის შემდეგ 8.2 ან უფრო დიდი სიმძლავრის მქონე მხოლოდ 16 მიწისძვრა მოხდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ დიდი მიწისძვრაა.

ახალი ზელანდიის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი იტყობინება, რომ თუ მიწისძვრას ცუნამი მართლაც მოჰყვება, მას ახალ ზელანდიამდე მისაღწევად საათები დასჭირდება.

"ჩვენ 8.2 მაგნიტუდის ალასკის ნახევარკუნძულის მიწისძვრის შემდეგ ახალი ზელანდიისთვის წარმოქმნილ რისკებს ვაფასებთ. თუ ცუნამი წამრმოიქმნება, ის ახალ ზელანდიას ყველაზე ცოტა 12 საათში ვერ მოაღწევს", — მიმართვა სააგენტომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.