ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია. ის საქართველოში წუხელ ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

ევროპარლამენტარმა თბილისში ვიზიტი გუშინ, 28 ივლისს დააანონსა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

ქართულმა ოცნებამ, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: