ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ადმინისტრაცია სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეხვედრა საფრანგეთში შედგა.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგე მეტი: