პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე ქართული ოცნების მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. დოლიძის თქმით, ეს, პირველ რიგში, ორპოლუსიანობის გაძლიერების მცდელობა.

"მმართველი გუნდი კვლავაც აძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ეს ტაქტიკა რჩება მის მთავარ საარჩევნო სტრატეგიად. მისი ოცნებაა მაგიდასთან დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ნომერი 5-იანი და ასე გაიმარჯვოს. ქართული ოცნება ამ გზით, კვლავ გადის პოლიტიკური საკითხებიდან და უბრუნდება მხოლოდ იმ თემას, რომელიც მათ აწყობთ — ესაა სიძულვილი, შუღლი და დაპირისპირება. ის საკითხები კი რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი ნორმალური კამპანიის დროს, ისევ ამოვარდება დღის წესრიგიდან და ხალხის გჭირდება ისევ გვერდზე დარჩება", — ამბობს ანა დოლიძე.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: