ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს, რომ ამ ეტაპზე მიშელი მხარეებთან კონსულტაციებს მართავს.

"საქართველოში ბოლოს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების ჩართულობით მართავს. პრეზიდენტი მიშელი კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: