აშშ-ის სენატორი, ჯიმ რიში ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით აცხადებს 19 აპრილის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის. სენატორი რიში ტვიტერზე, ასევე, წერს, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.

19 აპრილის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება ქართული ოცნების მხრიდან, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.

ქართულმა ოცნებამ დღეს, 28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

გაიგე მეტი: