რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განიხილვისთვის მზადაა. სახელისუფლებო მედია ტასის ცნობით, ამის შესახებ კარასინმა ჟურნალისტებს დღეს, 28 ივლისს განუცხადა. მედიის თანახმად, ამავე დროს, კარასინს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა.

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს [საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პრობლემა]. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს მოგვარდება", — ტასის ცნობით თქვა კარასინმა.

ტასი, ასევე, წერს, რომ გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში ზურაბ აბაშიძესთან სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ შეხვედრას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვი საქართველოსთან ფრენების აღდგენის საკითხზე ხშირად საუბრობს.

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო 8 ივლისიდან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.

ამავე თემაზე: