საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდი - მარტივი, მოქნილი, თანამედროვე
დღეიდან, 28 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდით სარგებლობას მომხმარებლები სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით, ფუნქციონალით და ფორმატით შეძლებენ.
ეროვნული ბანკის ვებგვერდს ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი სტუმრობს, კერძოდ, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მედია, დარგის ექსპერტები, ანალიტიკოსები, ნუმიზმატები და სხვა. ინფორმაციას რეგულარულად ეცნობიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც - უცხოელი პარტნიორები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვა. ვიზიტორთა ყოველწლიური მზარდი სტატისტიკა სწორედ მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს.
2005 წლის შემდეგ ვებგვერდი პირველად განახლდა. ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე: აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მოქნილი უკუკავშირის ფორმა და რაც მთავარია, ვებგვერდის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive), მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS), ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში და ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებთან.
მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ვებგვერდზე შეიცვალა შემდეგი:
- გაერთიანდა ეროვნული ბანკის რამდენიმე პორტალი: მომხმარებლის გვერდი, ქართული ფულის და ინტერაქტიული სტატისტიკის ვებგვერდები;
- გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბლოკი - ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით დასვან შეკითხვა, ან დააფიქსირონ პრეტენზია;
- მედიის ბლოკს პირდაპირი ეთერის მხარდაჭერის ფუნქცია დაემატა, დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ გამოიწერონ ყოველდღიური სიახლეები, პრესრელიზები, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ.;
- დაიხვეწა სტატისტიკური მონაცემების ბლოკი; მოდულებს დაემატა მაკროეკონომიკური პროგნოზების ჩანართი;
- ცალ-ცალკე გამოიყო ფინანსური სტაბილურობისა და ზედამხედველობის მიმართულებები;
- დაემატა კალკულატორები, ტერმინები და განმარტებები, რჩევები და გაფრთხილებები ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით;
- სიახლეა კარიერის გვერდიც, საიდანაც დაინტერესებულ პირს შეუძლია რეზიუმე გაგზავნოს სასურველ ვაკანსიაზე. ასევე, შეუძლია გააკეთოს განაცხადი სასურველ მიმართულებაზე, სტაჟირებაზე.
ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, რომლის საშუალებითაც ცენტრალური ბანკები ურთიერთობენ და თანამშრომლობენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ვებგვერდის დახმარებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს - ობიექტური, სანდო, აკადემიური და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.
საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი - www.nbg.gov.ge სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით, ახალი ვებგვერდის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - www.old.nbg.gov.ge.
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები