21 წლის ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი, რომელიც კაცების 90კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა.

ამ წონით კატეგორიაში 33 ქვეყნის 33 სპორტსმენი იბრძოდა გამარჯვებისთვის.

აღსანიშნავია, რომ, მართალია, ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური მედალია, თუმცა, ლაშამ 2019 წელს Judo World Masters-ზე და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა პირველობა.