თუ პიქსარის საზაფხულო ანიმაცია Luca მეგობრობაზე, მიმღებლობასა და ოცნებებზე ჯერ კიდევ არ გინახავს, წინ დიდი სიამოვნება გელის. სანამ ანიმაციის სანახავად კინოთეატრებს მიაშურებ, უნდა იცოდე, რომ წინ საინტერესო გამოწვევა გელის.

კინოთეატრები მაყურებელს სახალისო კონკურსს სთავაზობს: ყველას, ვისაც Cavea.ge-ზე ლუკას 5 ბილეთი ექნება შეძენილი ნებისმიერ სეანსზე, მონაწილეობას მიიღებს სპაგეტის ჭამის კონკურსში.

ხოლო თუ კიდევ უფრო იღბლიანი ხარ და სპაგეტი იმდენად გიყვარს, რომ მას ყველაზე სწრაფად შეჭამ, სახლში ლუკას საოცნებო ვესპათი დაბრუნდები.

ფოტო: Pixar

Luca

ფოტო: Pixar

სახალისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, 31 ივლისს, საბურთალოზე, კავეა სითი მოლში უნდა წარადგინონ ბილეთების ელექტრონული ფოტოები. ლუკას ბილეთები იხილეთ ბმულზე.