ფოტოები თვითმფრინავის ბიჭებზე შექმნილი ფილმის გადასაღები მოედნიდან
რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა თვითმფრინავის ბიჭების ისტორია კინოში გააცოცხლა. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პრესა ფილმით დაინტერესდა და პირველი შეფასებებიც გამოჩნდა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოკრიტიკოსი, ანტონ დოლინი წერს, რომ საქართველომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა წარადგინოს ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, რადგან შანსები რეალურია.
გიგინეიშვილის ფილმს ასევე ეხმიანება გავლენიანი გამოცემა Variety. ჟურნალისტი ჯესიკა კაინგი წერს, რომ საქართველომ მოახერხა, მოეშორებინა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის სტატუსი და ამის მაგალითია ისიც, რომ საინტერესოდ განვითარდა ქვეყნის კინო.
"ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი კი რეზო გიგინეიშვილის ფილმი მძევლებია, რომელიც 80-იანი წლების ტრაგიკული ისტორიას მოგვითხრობს", - წერს ავტორი.
თუმცა, აქვე ნათქვამია ისიც, რომ რეჟისორს კიდევ უფრო მეტი შეიძლება გაეკეთებინა საინტერესო ისტორიის წარმოსაჩენად.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ფილმის გადასაღები მოედნიდან
მძევლები 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. სიუჟეტი 80-იან წლებში მომხდარ მოვლენებს ზედმიწევნით არ მიჰყვება და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ფილმი ქართულ-რუსულ-პოლონური მხარეების ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მძევლების ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, იდას მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.
ფილმში მონაწილეობენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე, მიშა გომიაშვილი და სხვები.
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები