ფრანგმა რობოტიკის ინჟინერმა ჟან-ლუის კონსტანცამ, იმისათვის რათა თავის შვილს შშმ ეტლის გარეშე გადაადგილებაში დახმარებოდა შექმნა რობოტიზებული ეგზოჩონჩხი, რომელიც ხმოვან ბრძანებებზე დაყრდნობით მის შვილს მოძრაობის საშუალებას აძლევს.

"ჩემმა ბიჭმა ოსკარმა ერთ დღეს მითხრა, მამა შენ რობოტიკის ინჟინერი ხარ, რატომ არ აკეთებ რობოტს რომელიც სიარულის საშუალებას მოგვცემს?", — განაცხადა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში.

ფოტო: Reuters

მან ეს მართლაც გააკეთა და კომპანია Wandercraft-თან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დამატებითი მოძრაობის საშუალება მიანიჭა.

ჯერჯერობით ეგზოჩონჩხი ძალიან მძიმე და მოუხერხებელია სამომხმარებლო გამოყენებისთვის, თუმცა რამდენიმე ქვეყნის საავადმყოფომ უკვე შეიძინა ისინი. ეს ეგზოჩონჩხები 178,000$ ღირს.

"ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი სიახლეა, რადგან გადასაადგილებლად ადრე ყოველთვის მჭირდებოდა დახმარება, ახლა კი ეგზოჩონჩხის საშუალებით თავს დამოუკიდებლად ვგრძნობ", — განუცხადა ოსკარ კონსტანცამ BBC-ს

ფოტო: Reuters

თუ დაინტერესებული ხართ მსგავსი თემებით და გინდათ მეტი გაიგოთ მათ შესახებ შემოგვიერთდით ჯგუფში- Tech Talk - ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე