დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 509, ხოლო გარდაიცვალა — 20 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 553 კვლევა ტესტით, მათ შორის, 23 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 311 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 6,92%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 6,28%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 410 830-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 377 597-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 1 648;
  • აჭარა — 438;
  • იმერეთი — 270;
  • ქვემო ქართლი — 152;
  • შიდა ქართლი — 132;
  • გურია — 54;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 139;
  • კახეთი — 186;
  • მცხეთა-მთიანეთი — 70;
  • სამცხე-ჯავახეთი — 43;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456, საიდანაც 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 018, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 212.

1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 64 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 18 470.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: