წუხელ გვიან ღამით მოსულმა ძლიერი წვიმამ ოკუპირებულ აფხაზეთში წყალდიდობა გამოიწვია. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მდინარეების დონის მატების შედეგად, 350-მდე სახლი დაიტბორა და ხალხის ევაკუაცია გამოცხადდა.

წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა გუდაუთის, სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებში. ასევე, ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცა.