თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რა სისწრაფით დარბიან 400 მეტრზე მორბენალი ადამიანები ოლიმპიურ თამაშებზე, მაშინ ტოკიოს ოლიმპიადა ძალიან მოგეწონებათ. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს სპორტშიც ვიხილავთ. სწორედ ასეთი რამ ხდება ახლა ტოკიოში. მაგალითად, მორბენალთა სირბილის სიჩქარეზე დაკვირვება ტელევიზიით, რეალურ დროში იქნება შესაძლებელი.

ფეხბურთსა და ბეისბოლში გამოყენებული იქნება ახალი სენსორები და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მოთამაშეთა სხეულის პოზიციის ანალიზს ახდენს. ეს, შემდგომში, თვითონ სპორტსმენებს შედეგების გაუმჯობესებაში, ხოლო მსაჯებს სწორი დასკვნების გამოტანაში დაეხმარება.

შვედ საათების მწარმოებელს — Omega-ს ათლეტებისგან ინფორმაციის შეგროვება დაევალა, მათი მოწყობილობები სპორტსმენთა მაისურებზეა მოთავსებული და ყოველ წამში დაახლოებით 2 000 სხვადასხვა სახის ინფორმაციას აგროვებს — ეს შეიძლება იყოს ათლეტის აჩქარების წერტილები ან მაქსიმალური სიჩქარე.

ქვიშის ხელბურთის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერა დააკვირდება ბურთს და დააფიქსირებს მისი მოძრაობის ტრაექტორიას, ასევე ხელოვნური ინტელექტი გაზომავს სპორტსმენების ახტომის სიმაღლეს. მსგავს გამაანალიზებელ მეთოდებს გამოიყენებენ ველოსიპედისტებიც, მოცურავეებიცა და ტანმოვარჯიშეებიც.

"ჩვენ ტექნოლოგიებს სპორტსმენის თითოეული დეტალის გაანალიზება შეუძლიათ", — ამბობს Omega Timing-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალან ზობრისტი.

შეგროვებული მონაცემები გაზიარდება მწვრთნელებთან და ათლეტებთან, რაც მათ შემდგომი ვარჯიშების უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

დანიური სპორტული კომპანია TrackMan იაპონელ კალათბურთელებს ოქროს მედლის მოგებაში ეხმარება. მათ, გამანადგურებლებზე და რაკეტებზე მისადევნებლად შექმნილ სამხედრო რადარებზე დაყრდნობით შექმნეს დანადგარი, რომელიც აანალიზებს თითოეულ გასროლასა და ნაბიჯს. გადაღება ავტომატურად იწყება, როცა მსროლელი ბურთს ხელს უშვებს ან მაშინ, როცა მცველები ერთვებიან ბურთთან კონტაქტში.

სროლის დროს, TrackMan-ის რადარი გაზომავს ბურთის სროლისა და ბრუნვის სიჩქარეს, ასევე დაადგენს რომელი ღერძის მიმართ ბრუნავს ის, ასევე შესაძლებელი იქნება დაკვირვება ბურთის სროლის კუთხეზე და სიმაღლეზე. ამით მწვრთნელები შეძლებენ გაარკვიონ, არის თუ არა ესა თუ ის მოთამაშე თავის საუკეთესო ფორმაში.

ტექნოლოგიები ფაქტობრივად თამაშების მიმდინარეობასაც ცვლის. Sony Group-ის შემადგენლობაში მყოფმა Hawk-Eye-მ შექმნა Electronic Line Calling სისტემა, რომელიც ტენისის 80 ტურნირზე გამოიყენება და მილიმეტრების სიზუსტით ზომას შეეხო თუ არა ბურთი ზოლს და გადაკვეთა თუ არა მან მოედნის ფარგლები.

ციფრულ ხელსაწყოებს აქტიურად იყენებენ სპორტსმენთა ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის. ჯანმრთელობის მაკონტროლებელი აპლიკაცია, One Tap Sports ტოკიოში დაფუძნებულ კომპანიას, Euphoria-ს ეკუთვნის და მას ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელ ათლეტთა 45%-ზე მეტი იყენებს.

სპორტსმენები წერენ თავიანთი ჯანმთელობის მდგომარეობის, ტრავმების, ყოველდღიური საკვებისა და ვარჯიშის შესახებ. ეს ინფორმაცია ხარისხდება და მწვრთნელებსა და ნუტრიციონისტებს გადაეცემათ.

სპორტში ინფორმაციის შეგროვების პრაქტიკა მომავალ ოლიმპიურ თამაშებს კიდევ უფრო შეცვლის. საუკეთესო სისტემების მქონე სპორტსმენები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ უდანაკარგო ვარჯიშს, უკეთესი საკვები რაციონის შერჩევას და სხვა უამრავ დეტალზე დაკვირვებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი შესაძლოა, მომავლის ოლიმპიური თამაშები ტექნოლოგიების ბრძოლად იქცეს.