მას შემდეგ, რაც პირველყოფილმა ადამიანებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა დაიყოლიონ ცეცხლი — საკვების მოსამზადებლად, გასათბობად, გასანათებლად და მტაცებლის განსაზიდად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს უნარ-ჩვევა სწრაფად გავრცელდა.

თუ მეცნიერები მართლები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე 400 000 წლის წინათ, ევროპის აზიისა და აფრიკის მოსახლეობა ცოდნას ცვლიდა და გასცემდა.

ეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ თანამედროვე ადამიანები დაიწყებდნენ აფრიკაში გავრცელებას და "კულტურული დიფუზიის" პირველი შემთხვევების ჩაწერას.

"დღემდე ყველას ეგონა, რომ კულტურული დიფუზია 70 000 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ჰომო საპიენსმა მიმოფანტვა დაიწყო. ცეცხლის გამოყენების შესახებ ჩანაწერში კი ჩანს, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა", — განმარტავს არქეოლოგი, კატარინ მაკდონალდი.

კვლევის ავტორების თქმით, გამოკვლეულ 400 000 წლის წინანდელ ადგილებში, ძალიან ცოტა მტკიცებულება იყო ცეცხლის გამოყენების. ამის შემდეგ კი, უფრო მეტი ადგილი აღმოაჩინეს, ნახშირით, ნახშირბადოვანი ძვლებითა და სითბოს შემცველი ნალექებით, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ეს პირველყოფილი ადამიანის კვალია.

ეს რეგიონი მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ ცეცხლის გამოყენება პირველად შუა პლეისტოცენის მეორე ნახევარში დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჰომინიდურმა სხვადასხვა კულტურამ დამოუკიდებლად შეისწავლა ცეცხლი, ფაქტია, რომ ცეცხლის მოხმარების უნარი ყველგან კულტურად იყო გავრცელებული.

რა თქმა უნდა, ცეცხლის კვალის დადგენის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, რის გამოც სამუშაო წარმოუდგენლად რთულია, თან ჯერ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმის სიზუსტეში, რომ კვალი ნამდვილად ჰომინიდებს ეკუთვნის.

მიუხედავად ყველაფრისა, ცეცხლის დამორჩილება არ იყო ერთადერთი უნარი, რაც ჰომინიდების კულტურაში სწრაფად გავრცელდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა ქცევები, იდეები და ტექნიკა, რასაც პირველყოფილი ადამიანები, სავარაუდოდ, ფლობდნენ.

ასევე, აღმოაჩინეს ცეცხლის ფენომენიდან დაახლოებით 100 000 წლის შემდეგ გაჩენილი სპეციალური ფორმის ქვის ტექნიკა, რომელიც ცნობილია, როგორც ლევალოის ტექნიკა.

საინტერესოა ისიც, რომ ლევალოის ქვის ტექნიკის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა, რაც მიანიშნებს ძლიერ სოციალურ კავშირზე. გენეტიკურმა მტკიცებულებებმა აჩვენა ის, რომ ადრეული ადამიანის სხვადასხვა სახეობებს შორის შერევა ხდებოდა.

"ამ ქვეჯგუფების წევრების ერთმანეთთან შერევა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც კულტურული დიფუზიის მნიშვენოვან ფერწერას წარმოადგენს", —წერენ ავტორები.

იმის გათვალისწინებით, რომ კულტურული დიფუზია ხშირად ითვლება ჩვენი სახეობისთვის დამახასიათებელ თვისებად, მაინც სადავო ჰიპოთეზად რჩება.

კვლევა კი გამოქვეყნდა ჟურნალ PNAS-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.