Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის აცხადებს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციის მიზანს მიაღწევენ.

ევროკავშირის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს. კერძოდ, მოზრდილი მოსახლეობის 70%-მა პირველი დოზა უკვე მიიღო, 57% კი სრულად აცრილია.

"პროგნოზებმა აჩვენა, რომ ევროკავშირი თავის მიზანს ზაფხულის ბოლოს მიაღწევს", — თქვა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კი აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის კუთხით ევროკავშირი ახლა მსოფლიო ლიდერებს შორისაა.