საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი, აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია და შესაბამის პირებს პოლარიზების შემცირებისა და საქმის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიტიკა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა.

"საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაში ასეა. ნორმალურია, რომ საქართველოს ჰყავს უმრავლესობა, რომელიც არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ეს არის დემოკრატია.

პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია. პირველი გზავნილი, რაც მინდა გადმოგცეთ, არის ის, რომ ეცადოთ, არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ, გააკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ხალხს, ვინაიდან პოლიტიკა არის ის, რომ შეცვალო ცხოვრება ხალხისთვის უკეთესობისკენ", — განაცხადა რიკ დემსმა.

ის უკვე შეხვდა პარლამენტის თამჯდომარეს, კახა კუჭავას, საპარლამენტო ოპოზიციას და უმრავლესობას. დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

რიკ დემსის საქართველოში ორდღიან ვიზიტს 28 ივლისს დაასრულებს.