თბილისი მერიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. მათი განცხადებით, აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.

მერიის განცხადებით, გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.

საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ:

  • დოლიძის;
  • ტეხურას;
  • ასლანიდის;
  • ბერბუკის;
  • ალექსიძის;
  • ბახტრიონის;
  • ცინცაძის;
  • ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ:

  • ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • აბასთუმნის;
  • თევდორე მღვდლის;
  • ცაბაძის ქუჩებზე.

მერიის განცხადებით, საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

  • ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;
  • მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;
  • ბახტრიონის ქუჩა N13;
  • ბახტრიონის ქუჩა N30;
  • სულხან ცინცაძის ქუჩა N61;
  • ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;
  • აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;
  • სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);
  • ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;
  • მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ.

მათივე თქმით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეეძლოთ.

თბილისი მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივ პარკირება დედაქალაქში სრულად ჯერ არ ამომქედებულა, თუმცა არის რამდენიმე უბანსა და ქუჩაზე. მათ შორის, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის, კოტე აფხაზის ქუჩებზე, აბანოთუბანში, ვაკეში, საბურთალოზე, პეკინის გამზირსა და მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილში.