უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების თარიღად 2018 წლის 7 იანვარი დაასახელა.

ცერემონია ტრადიციულად ბევერლი ჰილტონის სასტუმროში ჩატარდება და NBC-ის ეთერში გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს გლობუსის წამყვანი ჯიმი ფელონი იყო, შოუს კი 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ მსახიობთა გილდიის დაჯილდოება 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება.