არც ერთ მღვდელს არ აქვს უფლება, ვინმეს აცრა აუკრძალოს — სასულიერო პირი
ვაქცინირებულმა სასულიერო პირებმა, არქიმანდრიტმა ილიამ და დოროთიმ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ამ საკითხში საზოგადოება ექიმებს უნდა ენდოს. მამა დოროთი ამბობს, რომ არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, მრევლს ვაქცინაცია აუკრძალოს და მათ არა კონკრეტული მღვდლის, არამედ სინოდის განჩინებით უნდა იხელმძღვანელონ, სადაც წერია, რომ ვინც ვაქცინას გაიკეთებს, დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს.
"ჩემი მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება და არც რომელიმე მღვდლის მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვენდობოდეთ არა მე [მღვდელს] ან ვიღაცას, არამედ იმას, რაც თქვა სინოდმა. სინოდმა განაცხადა, ვისაც სურვილი აქვს ეს გაიკეთოს და არცერთ მღვდელს არ აქვს უფლება, რომ ვინმეს აუკრძალოს ვაქცინის გაკეთება და უთხრას, რომ ეს არის სატანის რაღაც. ამის უფლება მღვდელს არ აქვს, იმიტომ, რომ სინოდმა თქვა, არ უნდა იყოს დევნის ობიექტი, ვინც გაიკეთებს და არც ის, ვინც არ გაიკეთებს.
აქედან გამომდინარე, ეკლესია არის სინოდი და არა რომელიმე მღვდელი, ამიტომ თქვენც არ მიაქციოთ დიდი ყურადღება, ნუ გაარეკლამებთ იმ ადამიანებს, ვინც ანტივაქსერია", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
მამა ილია ამბობს, რომ როცა მრევლი ჯანმრთელობის პრობლემებზე კითხვებს უსვამს, ის მოუწოდებს ექიმთან წავიდეს, რადგან ის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც არ იცის. მისი თქმით, ვაქცინა იმიტომ გაიკეთა, რომ ასეთ დროს ექიმებს უნდა ვენდოთ.
"ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მარტო ის ხომ არ არის, რომ მე გავხდები ავად. ეს არის საშიში, შეიძლება მე გადავდო სხვა ადამიანს. ტაძარში მოდიან, აღსარებაზე მოდის, ნათლობებია, ურთიერთობები გვაქვს ადამიანებთან და მე ხომ ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს ადამიანებთან. ეს რომ იყოს ისეთი ავადმყოფობა და სხვა არ გადადებს, სხვა არის, მაგრამ ეს ისეთია, რომ შენი უყურადღებობით შეიძლება სხვა ადამიანიც დააზიანო", — განაცხადა მან.
ამ საკითხზე ისაუბრა მამა დოროთიმაც და აღნიშნა, რომ თუ ექიმები მღვდლებს ენდობიან იმ საკითხებში, რაც მათ იციან, მღვდლებიც უნდა ენდონ ექიმებს იმაში, რაც მათ უკეთ ესმით.
"ანტივაქსერები ყველგან არიან. მე ეს ფოტო რომ დავდე, იქ მე პასუხისმგელობას ვრძნობდი. ასე თუ ისე, ბევრი მაყვედრიდა რეკლამას რატომ აკეთებო. მე ეს შენთვის არ გამიკეთებია, მე გავიკეთე. ეს რეკლამად თუ მიიღებ, მიიღე და თუ ჩემი არ გჯერა, ნუ გაიკეთებ. ორი პასუხისმგებლობაა — ერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ და მეორე, ვინც ამბობს, მე გავიკეთე და თქვენც გაიკეთეთ.
ამ ორიდან მგონია, რომ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას იღებს ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ, რადგან ათასები კვდებიან. ძალიან მძიმეა ეს და მე ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და ადამიანს ვერ ვეტყვი. [...]
ჩვენ მრევლში გვყავს ძალიან ბევრი ექიმი, არამარტო ჩვენ, ეკლესიას. ჩვენ ექიმები გვენდობიან, გვანდობენ სულს და რა უფლება მაქვს, რომ ამ ექიმებს ჩემი ხორცი არ ვანდო. მე ვენდობი ამ ადამიანებს", — განაცხადა მან.
სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის სინოდის ზოგიერთი წევრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. ისინი მრევლს ანტივაქსერულ მოწოდებებს აძლევენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინა სახიფათოა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინების ეფექტურობა დამტკიცებულია არაერთი კვლევით და აღიარებული მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები