"სად მაკოცებ?", "მარტო შემხვდები?", "ფოტო მანახე" — 33 წლის კაცის მიმოწერა ქალთან, რომელიც 13 წლის ბავშვი ეგონა
"სად მაკოცებ?", "მარტო შემხვდები?", "ფოტო მანახე" — ამ და სხვა შეტყობინებებს უგზავნიდა, სავარაუდოდ, 33 წლის კაცი ქალს, რომელიც 13 წლის ბავშვი ეგონა. პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტოები Facebook-ზე თიკო კვალიაშვილმა გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, როგორ ცდილობს კაცი საუბარში გამოიწვიოს ადამიანი, რომელიც 13 წლის ბავშვი ეგონა.
როგორც თიკომ On.ge-ს უთხრა, მისმა დამ, რომელიც სრულწლოვანია, უცნობი პირისგან შეტყობინება მიიღო და თავდაპირველად ეგონა, რომ მეგობარი ეხუმრებოდა, ამიტომ თავადაც უპასუხა. თუმცა, დიალოგის დროს მიხვდა, რომ შესაძლოა, საქმე პედოფილთან ჰქონოდა, ამიტომ ასაკი მოატყუა და საუბარი გააგრძელა, როგორც 13 წლის ბავშვმა. ამის მიუხედავად, კაცი არ გაჩერებულა და ფოტოებს ითხოვდა.
"ასაკის თქმასთან ერთად ამ პიროვნების საუბარი უფრო სექსუალური შინაარსის გახდა — როდის შემხვდები, სად მაკოცებ და რაღაცები. ჩემი და მიხვდა, რომ აქ მთლად სუფთად არ იყო საქმე, ამიტომ, გადაწყვიტა გამოეძიებინა ეს პიროვნება და სთხოვა, რომ გამოეგზავნა სელფები სხვადასხვა სიტუაციაში. ჩემმა დამ გაუგზავნა ინტერნეტში მოძიებული ბავშვის სურათი, თითქოს ის იყო.
ის პიროვნება სთხოვდა, შენი დაქალების, ანუ 13-14 წლის ბავშვების სურათებიც გამომიგზავნეო. ყოველივე ამის შემდეგ, ჩემმა დამ აღარ გააგრძელა მასთან საუბარი, ყველაფერი ამოიღო და მომმართა მე, რადგან მაქვს სამართალდამცველებთან ურთიერთობის გამოცდილება", — გვიყვება თიკო.
უცნობი პირი თიკოს დას ირაკლის სახელით გაეცნო. მას შემდეგ, რაც თიკოს დამ ასაკი "გაუმხილა" და მისწერა, რომ 13 წლის იყო, მან ფოტოების გაგზავნა სთხოვა. ფოტოს გაგზავნის შემდეგ კი სწერდა, რომ ლამაზი იყო, აკოცებდა და ჰკითხა, ჩაეხუტებოდა თუ არა; ასევე ჰკითხა, უშვებდნენ თუ არა სახლიდან მარტოს და ცდილობდა, შეხვედრაზე დაეთანხმებინა; სწერდა, რომ მის გვერდით უნდოდა ყოფილიყო და ეუბნებოდა, არ შეგეშინდესო; კაცი ცდილობდა ბავშვი დაერწმუნებინა, რომ მისი გაგზავნილი ფოტოები არავისთვის ეჩვენებინა, პარალელურად კი ეკითხებოდა, მოეწონა თუ არა. ასევე ჰკითხა, მოსწონდა თუ არა დიდი ბიჭები. თიკოს დამ მას რამდენიმე სიტუაციური ფოტო გამოაგზავნინა, საიდანაც ცხადი ხდება, რომ კადრებზე რეალური პიროვნებაა. მაგალითად, ჯერ სთხოვა გაეღიმა და ისე გამოეგზავნა ფოტო, შემდეგ კი ენა გამოეყო. 13 წლის ბავშვის ფოტოების მოლოდინით, კაცმა თიკოს დას თავისი ფოტოები გადაუგზავნა, სადაც ის იდენტიფიცირებადია.
თიკომ პოლიციასაც მიმართა, რის შემდეგაც გამოძიება დაწყო. პირი, რომელიც, მისი აზრით, 13 წლის ბავშვს ფოტოებს უგზავნიდა, კოცნას და შეხვედრას სთხოვდა, ამ დროისთვის იდენტიფიცირებული და შესაბამისად, დაკავებული არ არის. თუმცა შსს-ს უკვე აქვს მინიმუმ სამი ფოტო, სადაც მისი სახე ჩანს, ასევე, იცის მისი ანგარიში Facebook-ზე. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები