NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ მათ იუპიტერის მთვარე განიმედეს ატმოსფეროში წყლის ორთქლის პირველი მტკიცებულება იპოვეს.

ეს ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელიც თეორიას, რომ განიმედეს მთვარის უზარმაზარი ნიადაგქვეშა ოკეანეში უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია, ზურგს უმაგრებს. აღმოჩენა შეიძლება იუპიტერის მაგვარ სისტემებში სიცოცხლის შესაძლებლობაზე მეტის გაგებაში დაგვეხმაროს.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ განიმედე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე დიდი მთვარეა, ყინულის უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს — იმაზე ბევრად მეტს ვიდრე დედამიწის ოკეანეები ჯამში.

თუმცა ახლა, Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერების საერთაშორისო გუნდი იტყობინება, რომ მათ განიმედეს ზედაპირზე სუბლიმაციის შედეგად წამროქმნილი წყლის ორთქლი იპოვეს.

გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ მთვარის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადი (O2) თითქმის არ მოიპოვება. ეს გასაკვირია, რადგან ჯერ კიდევ 1998 წელს, ჰაბლის მიერ გადაღებული მთვარის ციალის ულტრაიისფერი სურათებით გამოავლინეს, რომ განიმედეს ატმოსფერო უმეტესად ატომური ჟანგბადისგან (O) შედგება.

მაშინ, თუ ჟანგბადი არა, რას შეიძლებოდა გამოეწვია მთვარის ციალი დაახლოებით 20 წლის წინ?

"დღემდე [განიმედეზე] მხოლოდ მოლეკულური ჟანგბადის არსებობა არის დაფიქსირებული. ამის წარმოქმნა მაშინ ხდება, როცა დამუხტული ნაწილაკები ყინულის ზედაპირს შლიან. ჩვენ მიერ შესწავლილი წყლის აირი გამთბარი ყინულის ზედაპირიდან თერმულად გამოდევნილი წყლიდან წარმოიშვა," — ნასასთან განაცხადა ლორენც როთმა, KTH თექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტიდან (შვედეთი).

უფრო მარტივად რომ ითქვას, შესაძლოა წყალიც, არა მარტო ატომური ჟანგბადი, გამოიდევნებოდეს მთვარე განიმედეს თბილი რეგიონებიდან, მყარი აგრეგატული მდგომარეობიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადასვლის საშუალებით.

საბედნიეროდ, ნასას კოსმოსური ხომალდით ჯუნოს მიერ მოპოვებული განიმედეს სურათების გარდა, მალე მთვარის შესახებ კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ. იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარის (JUICE) მისიის ფარგლებში, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) იუპიტერის მთვარეებზე ორბიტერის გაგზავნას გეგმას.

"ჩვენი [კვლევის] შედეგები JUICE-ზე მომუშავე გუნდისთვის სასარგებლო ინფორმაციას წარმოადგენს, რაც მათ თავიანთი მისიის გეგმის გააუმჯობესებაში წაადგებათ და დაეხმარებათ კოსმოსური ორბიტერი საუკეთესოდ გამოიყენონ", — დაამატა ლორენც როთმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.