მოვლენათა ამ უცნაურ განვითარებაში მექსიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მეხიკოს გარეუბნებში ნაპოვნი უჩვეულო არქეოლოგიური მონუმენტის თავიდან დამარხვას აპირებენ — მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენის დაფარვას ჩვენთვის უცნობ დრომდე.

აღმოჩენა საუკუნეების წინ აგებულ გვირაბს წარმოადგენს, რომელიც ალბარადონ დე ეკატეპეკის ნაწილი ყოფილა: წყალსადენი თხრილებისა და წყლითსავალი გზების წყლის ნაკადის მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც ტენოჩტიტლანის, ისტორიული ქალაქის წყალდიდობებისაგან დასაცავად ააშენეს.

ტენოჩტიტლანი, რომელსაც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქად მიიჩნევენ ხოლმე, მრავალ კაშხლურ სისტემას იტევდა, რათა კოკისპირული წვიმებისაგან დატბორვა აეცილებინათ თავიდან, მაგრამ ესპანელმა კონკისტადორებმა პირველად ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მახვილგონივრულობა ვერ დააფასეს და ესპანური კოლონიზაციის ადრეულ წლებში არაერთი პრეესპანული კონსტრუქცია გაანადგურეს.

აღმოჩენილი გვირაბი

აღმოჩენილი გვირაბი

ფოტო: INAH

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც მრავალმა ნიაღვარმა დატბორა ადრეული კოლონიალური მეხიკო, ალბარადონ დე ეკტაპეტეკი და მსგავსი სხვა წყლის ნაკადის მაკონტროლებელი სისტემები ააგეს ან აღადგინეს მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ წლებში.

საუკუნეების შემდეგ არქეოლოგებმა ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად (INAH) ალბარადონ დე ეკტაპეკში 2019 წელს გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მისი დამაარსებელი კულტურების უნიკალურ სინთეზს მოიცავდა.

გვირაბის პატარა კარი 8,4 მეტრი სიგრძისა გახლდათ და უზარმაზარი ალბარადონ დე ეკტაპეკის მონუმენტის სულ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც საერთო ჯამში 4 კილომეტრამდე ვრცელდებოდა და ათასობით ადგილობრივმა ააგო.

მიუხედავად მისი სიმცირისა, კვლავაც მნიშვნელოვანი (და უჩვეულო) აღმოჩენა იყო, რომლის საშუალებითაც მკვლევრებმა სტრუქტურაში გამოსახული რამდენიმე პრეესპანური გლიფი იპოვეს.

გლიფები გვირაბზე

გლიფები გვირაბზე

ფოტო: INAH

საერთო ჯამში, 11 სიმბოლო აღმოჩინეს — მათ შორის საბრძოლო ფარის, მტაცებელი ფრინველის თავის, წვიმის წვეთების და სხვა ფორმათა გამოსახულებები.

ფიქრობენ, რომ სიმბოლოები გვირაბში შესაძლოა არა ესპანელმა ბინადრებმა ჩააშენეს ეკტაპეკისა და ჩიკონავტლას ქალაქებიდან და ალბარადონ დე ეკტაპეკის აშენებაში დაეხმარნენ.

მაშინ, როცა წყალსადინარი თხრილი პრეესპანურ ილუსტრირების ხელოვნებას (იკონოგრაფია) მოიცავდა, მისი საერთო არქიტექტურა გვეუბნება, რომ დიზაინს სათავეში ესპანელები ედგნენ.

ნაპოვნი ქვის ფიგურები

ნაპოვნი ქვის ფიგურები

ფოტო: INAH

"ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანი გზის სამშენებლო სისტემის გაგება იყო, რამაც დაგვამტკიცებინა, რომ პრეესპანურ მეთოდიკას არ მოიცავს, არამედ ნახევარწრიულ თაღებსა და ანდეზიტის სეგმენტებს, კირისა და ქვიშის ფილებს და ზედა ნაწილზე გადახურვას, ქვისა და თლილი ქვის შტრიხებით. ყველაფერი რომის იმპერიისა და ესპანეთის გავლენაა", — ახსნეს მკვლევრებმა 2019 წელს.

აღმოჩენა საზოგადოებრივი ექსპონატი უნდა ყოფილიყო, რომლის მონახულებასაც ხალხი შეძლებდა და ამ უჩვეულო, აცტეკებისა და ესპანური კულტურული ელემენტების საუკუნოვან შერწყმას დააკვირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდება.

INAH-ის მკვლევრებმა ახლახანს განაცხადეს, რომ ექსპონატის მნიშვნელოვანი სტრუქტურის დასაცავად საჭირო თანხების ნაკლებობის გამო, ახლახანს აღმოჩენილი გვირაბის სექცია თავიდან დაიფარება, რათა არ დაზიანდეს, განზრახ დააზიანონ ან გაძარცვონ.

მკვლევრებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება ძირითადად მეხიკოში მიმდინარე კოვიდ-კრიზისის ეკონომიკური გავლენებიდან გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის პანდემიამ იქ 237 ათასზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

ისინი ამბობენ, რომ სპეციალურ ქვის წყობას ააშენებენ გლიფების დასაცავად და შემდეგ აღადგენენ გულმოდგინედ გათხრილ რეგიონს.

არქეოლოგთა ყოველდღიურობაში ხშირი არაა კულტურულ საგანძურთა აღმოჩენის პროცესის შებრუნება, მაგრამ, იმედია, დიდ დროს არ წაიღებს, რომ ალბარადონ დე ეკტაპეკის ამ სექციამ დღის შუქი კვლავაც იხილოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.