პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ბოკერია არის ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით დაამსხვრია საკუთარი პარტია, გაკოტრებულია აბსოლუტურად და კიდევ ამ კაცს უსმენენ. ამ კაცს რომ უსმენდნენ იმიტომ დაემართა ოპოზიციას ის, რაც დაემართა და იმიტომ არის იქ, სადაც არის. არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ ამ ჯერზე იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან გამოვა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რადგან რაც ვთქვი, გამოვა, რომ შუა გზაზე უნდა მივატოვო", — განაცხადა ელისაშვილმა იმედის ეთერში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.