კუბელი მომღერალი და Fifth Harmony-ის ყოფილი წევრი კამილა კაბეიო ახალ, მესამე ალბომს, Familia-ს უშვებს. ალბომიდან პირველი სიმღერა Don't Go Yet მან რამდენიმე დღის წინ, კლიპთან ერთად გამოაქვეყნა.

ახალ კლიპში კამილა კაბეიო ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას მიერ შექმნილ კოსტიუმს ატარებს, რომელიც ქებურიას 2021 წლის კრუიზის კოლექციაში შევიდა.

სიმღერამ კვირის საუკეთესო ახალ სიმღერებს შორის Billboard-ის გამოკითხვაში პირველი ადგილიც დაიკავა.

გიორგი ქებურიას ნამუშევრებს ხშირად ატარებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლორდი, მაილი საირუსი, კაია გერბერი, ლინდსი ლოჰანი, პამელა ანდერსონი, კაილი ჯენერი და სხვები.