წულუკიანს არ ვიკადრებ — ტორესა მოსიმ ლიტერას კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა
დღეს ლიტერატურული პრემია ლიტერას მონაწილეთა გრძელი სია გამოქვეყნდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ სულ 110 წიგნი შევიდა, თუმცა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი, ორდროშობანა კონკურსიდან მოხსნა.
ავტორის განცხადებით კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ცნობილია, რომ კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული.
ტორესა მოსის სიტყვებით, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს:
"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.
წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან".
22 ივლისს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
"კულტურის უკულტურო მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის დღიდან მე შევწყვიტე კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტთან თანამშრომლობა პრემიებისა და მთარგმნელობითი პროგრამის ჩათვლით", — განაცხადა იმავე დღეს ტორესა მოსიმ.
შსს-ს 5 დღის შემდეგაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შესაძლოა შეიცავდეს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს.
ლიტერა
ცნობილია, რომ ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა ფარული კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია, ხოლო 6 ნომინაციიდან თითოეულში გამარჯვებული ფულად პრემიას, 5 000 ლარს, მიიღებს.
პრემია ლიტერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა 6 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
- წლის საუკეთესო რომანი;
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
- წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
- წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი;
- წლის საუკეთესო დებიუტი.
კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება. ლიტერატურული პრემია ლიტერა 2020-ის მონაწილეთა გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
კომენტარები